12 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს დინამიკა 2024 წელსაც შენარჩუნდება - ლევან დავითაშვილი

ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს დინამიკა შენარჩუნებული იქნება 2024 წელსაც, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ტურიზმის სექტორმა შეიტანა, რომლის განვითარება, გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო წლიდან წლამდე ახორციელებს.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს დინამიკა შენარჩუნებული იქნება 2024 წელსაც. ამ ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინკლუზიურია, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს და მყისიერი შედეგი აქვს ეკონომიკურ წარმატებაზე. ტურიზმის სექტორში მიღწეული წარმატებები არის გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო წლიდან-წლამდე ახორციელებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები