13 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
ცესკო-სა და მის თავმჯდომარეზე დღევანდელი შტურმი ნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნები უკვე წაგებული აქვს - გურამ მაჭარაშვილი

მასობრივი და კოორდინირებული შეტევა ცესკოზე, რომელშიც ყველა ფლანგი ჩართულია - ”ხალხის ძალა”, ისევე, როგორც უმრავლესობა, ოპოზიციის მხრიდან უწყებისა და მისი თავმჯდომარის დისკრედიტაციის კამპანიაზე საუბრობს.

"დღევანდელი შტურმი ცესკო-სა და მის თავმჯდომარეზე, ნიშნავს იმას, რომ უკვე წაგებული აქვს არჩევნები რადიკალურ ოპოზიციას. ამას, როგორც წესი, არჩევნების შემდეგ აკეთებენ ხოლმე, მაგრამ ახლა სხვა საკითხები აღარ აქვთ. კარგად გვახსოვს, როდესაც გიორგი კალანდარიშვილს ვირჩევდით, ოპოზიციას არ ჰქონდა კითხვები მასთან დაკავშირებით," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

თავისი იმიჯის შელახვასა და დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს თავად გიორგი კალანდარიშვილიც, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

დღის ამბები