12 მაისი 2024,   16:34
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება - რა პოზიციები აქვთ პოლიტიკოსებს

ცესკოს თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციაში არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. მათი უმრავლესობა პროფესიული კუთხით გიორგი კალანდარიშვილს არ აკრიტიკებს, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარკვეული კითხვები ნამდვილად არსებობს, რომელსაც კალანდარიშვილმა პასუხი უნდა გასცეს:

"ნდობას იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, განსაზღვრავს არა რომელიმე ტელეკომპანია და პოლიტიკური პარტია, არამედ - თვითონ ის, პერსონალურად. ის, რომ საზოგადოების მხრიდან მათ ნაკლები ნდობა აქვთ, ეს მათი და მათი პოლიტიკური დამკვეთების ბრალია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით კირკიტაძე.

ოპოზიციის მეორე ნაწილის აზრით კი, რეალურად, არაფრის მომცემია ცესკოს თავმჯდომარის ირგვლივ დაწყებული კამპანია, რადგან, მათი აზრით, საკმაოდ ბევრი მექანიზმი არსებობს რათა მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს არჩევნები:

"ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიას გვყავს ცესკოში წარმომადგენელი და დაკვირვების შესაძლებლობა გვაქვს. მე იმას არ ვამბობ, რომ იქ რაღაც ეჭვები არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ კონკრეტულად ასეთი სიტუაცია, მე არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში რომ ყოფილიყო," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 

თავისი იმიჯის შელახვასა და დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს თავად გიორგი კალანდარიშვილიც, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

დღის ამბები