12 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
რა უნდა გააკეთონ ან მელიამ ან გვარამიამ ისეთი, რომ ასე ადვილად ჩამოირეცხონ ლაქა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოჰყვებათ? გვარამიასა და მელიას თუ უჭერ მხარს, ნაციონალი ხარ თუ ნეო-ნაციონალი, რა მნიშვნელობა აქვს? - ნიკოლეიშვილი

"ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკური სუბიექტები ცდილობენ ქამელეონის მსგავსად ფერი იცვალონ და პოლიტიკურ გარემოს შესაბამისად შერწყმული წარმოუდგნენ. რა უნდა გააკეთონ ან მელიამ ან გვარამიამ ისეთი, რომ ასე ადვილად ჩამოირეცხონ ის ლაქა, რომელიც მათ "ნაციონალური მოძრაობიდან" მოჰყვებათ?", - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, სამწუხარო ისაა, რომ მათი მხარდამჭერები თითქოს ამას ვერ ამჩნევენ. 

"ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკური სუბიექტები (უფრო მართებული იქნებოდა რომ მეთქვა პოლიტიკური ქვეწარმავლები) ცდილობენ, ქამელეონის მსგავსად, ფერი იცვალონ და პოლიტიკურ გარემოს შესაბამისად შერწყმული წარმოუდგნენ. რა უნდა გააკეთონ ან მელიამ ან გვარამიამ ისეთი, რომ ასე ადვილად ჩამოირეცხონ ის ლაქა, რომელიც მათ "ნაციონალური მოძრაობიდან" მოჰყვებათ? ალბათ, ვერაფერი, თუმცა აქ სამწუხარო ისაა, რომ მათი მხარდამჭერები თითქოს ამას ვერ ამჩნევენ, რეალობა კი ის არის, რომ მათი მხარდამჭერებიც იგივე სექტანტები არიან, ოღონდ ახლა ცდილობენ, რომ ნაცებს გაემიჯნონ, აი, თუ როგორ გამოუვათ მათ ეს გამიჯვნა, ძალიან მარტივად ჩანს - გვარამიასა და მელიას თუ უჭერ მხარს, "ნაციონალი" ხარ თუ ნეო-ნაციონალი, რა მნიშვნელობა აქვს, ეგ ხარ, აბა ვინა ხარ?!"-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები