02 ივნისი 2024,   06:39
ვრცლად
ისრაელის მიმართულებით ჰეზბოლამ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ისრაელის მიმართულებით ჰეზბოლამ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეტევა საპასუხო იერიში იყო ისრაელის საჰაერო დარტყმაზე, რომელსაც ქვეყნის სამხრეთში, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. თელ-ავივის მიერ შეთავაზებულ წინადადებას 6-კვირიანი ზავის შესახებ, რომლის დროსაც უნდა მოხდეს მძევლების გათავისუფლება - რაციონალური უწოდა ამერიკის პრეზიდენტმა, თუმცა "ჰამასი" მის მიღებას არ ჩქარობს.

დღის ამბები