19 ივნისი 2024,   02:13
ვრცლად
უკრაინის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმისა და ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ

უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, ღამით საჰაერო განგაში იყო. დრონებით თავდასხმისა და ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. რამდენიმე აფეთქება იყო ქალაქ სუმში. არიან დაშავებულები. ოკუპანტებმა ხმელენცკისა და ოდესის ოლქებზეც მიიტანეს იერიში.

"უკრაინაში დასავლეთის ჯარების შესაძლო ყოფნის შესახებ დისკუსია უნდა გაგრძელდეს", - მიიჩნევს ჩეხეთის პრეზიდენტი. პეტრ პაველის თქმით, კიევის მაქსიმალური მხარდაჭერისთვის ევროპამ თავი არ უნდა შეიკავოს.

თეთრ სახლში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს თავისი ჯარების გაგზავნას უკრაინაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. აქვე, ჯონ კირბიმ დააკონკრეტა, რომ ზელენსკი მოკავშირეებისაგან იარაღს ითხოვს და არა ჯარს.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი უერთდება ინიციატივას, რომელიც უკრაინისათვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვას გულისხმობს.

დღის ამბები