18 ივნისი 2024,   10:18
ვრცლად
ბაიდენი და ტრამპი ე.წ. სუპერსამშაბათის ლიდერები არიან - აშშ-ში "დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" შიდა პარტიული არჩევნები 15 შტატში ჩატარდა

ბაიდენი და ტრამპი ე.წ. სუპერსამშაბათის ლიდერები არიან - ამერიკის შეერთებულ შტატებში "დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" შიდა პარტიული არჩევნები 5 მარტს, ერთდროულად, 15 შტატში ჩატარდა. პრაქტიკულად ყველგან ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა გაიმარჯვეს.

მოულოდნელ წარმატებას მიაღწია გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ კიდევ ერთ შტატში. მან, ვაშინგტონის შემდეგ, რესპუბლიკელთა ყველაზე მეტი ხმა ვერმონტშიც აიღო და ტრამპი დაამარცხა. თუმცა, ანალიტიკოსები ჰეილის გამარჯვებას მაინც სიმბოლურად მიიჩნევენ, რადგან მას პრეზიდენტობის კანდიდატობის რეალური შანსი, პრაქტიკულად, არ აქვს.

დღის ამბები