13 მაისი 2024,   22:35
ვრცლად
ისლანდიის პრეზიდენტი ლევან დავითაშვილს შეხვდა

ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა და ისლანდიის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრაში, სადაც მათ კერძო სექტორთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა მთავარი აქცენტი ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალსა და ისლანდიასთან თანამშრომლობაზე გააკეთა. ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა ასევე ისლანდიის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრთან.

დღის ამბები