13 მაისი 2024,   02:40
ვრცლად
ცდილობენ, ხელი არ დაიწვან და განზე გადგომა ამჯობინონ - ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური სიმხდალე - მიხეილ სარჯველაძე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციატივასთან დაკავშირებით

რატომ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ლგბტ პროპაგანდის კანონმდებლობით დარეგულირებასთან დაკავშირებით. უკვე ერთი კვირაა, მმართველი გუნდი მათგან პასუხებს ელოდება. "ოცნებამ" ოპონენტებს მათი ხედვების წარდგენისკენ არაერთხელ მოუწოდა, - როგორ უნდა გაიმიჯნოს მკაფიოდ, ადამიანის უფლებები და ლგბტ პროპაგანდა.

უმრავლესობაში დღეს ოპონენტებსა და არასამთავრობოებს 2017 წელი შეახსენეს, როდესაც ისინი კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის დეფინიციას ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან დუმილი პოლიტიკური სიმხდალეა.

"ეს არის პოლიტიკური სიმხდალე ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, ეს არის პოლიტიკური სიმხდალე იმ არასამთავრობოების, რომლებიც ყველაფერში, თითქოს, აქტიურად ჩართულები არიან, მაგრამ ეცდებიან, რომ აქ ხელი არ დაიწვან და რაღაც ფორმით განზე გადგომა ამჯობინონ. პრობლემურია ეს დამოკიდებულება იმიტომ, რომ კარგად უნდა ხვდებოდნენ, ეს არის საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ამ საკითხზე მუშაობა აქედან გამომდინარე რეკომენდებული არის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები