12 მაისი 2024,   20:46
ვრცლად
ფსევდოლიბერალები არიან ის ადამიანები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში დგანან და ლიბერალიზმთან არაფერი აკავშირებთ - მამუკა მდინარაძე

რატომ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ლგბტ პროპაგანდის კანონმდებლობით დარეგულირებასთან დაკავშირებით - უკვე ერთი კვირაა, მმართველი გუნდი მათგან პასუხებს ელოდება.

"ოცნებამ" ოპონენტებს მათი ხედვების წარდგენისკენ არაერთხელ მოუწოდა, როგორ უნდა გაიმიჯნოს მკაფიოდ ადამიანის უფლებები და ლგბტ პროპაგანდა.

უმრავლესობაში დღეს ოპონენტებსა და არასამთავრობოებს 2017 წელი შეახსენეს, როდესაც ისინი კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის დეფინიციას ეწინააღმდეგებოდნენ - რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათი ოპონენტები ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას ვეღარ ბედავენ, რადგან ძალიან კარგად იციან ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ჩვენ, როდესაც ქორწინების დეფინიციას კატეგორიულად მკაცრად განვსაზღვრავდით კონსტიტუციაში, მას დავარქვით საბოლოოდ, ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. მაშინ იყო გააფთრებული წინააღმდეგობა, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს, მაგალითად, ხაზარაძის პარტიის წევრები არიან. გააფთრებული წინააღმდეგობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც "ნაცმოძრაობას" აქტიურად უჭერს მხარს თავისი მავნებლური დამოკიდებულებით. ამ გააფთრებულ წინააღმდეგობას დღეს ვეღარ ბედავენ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხვდებიან, ქართველი ხალხი არის ერთ მხარეს, ქართველი მხარე არის ლგბტ პროპაგანდის მკაცრი აკრძალვისა და, ამავდროულად, უფლებების განუხრელი დაცვის მხარეს. ეძებენ ახლა რაღაც ფრაზებს, რომლებსაც გამოეკიდებიან და ამით დადგებიან ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ახლა ჩვენ ვართ გზაგასაყარზე შევინარჩუნებთ თუ არა იას, რაც ძალიან წმინდაა ყველა ქართველისთვის. ამას დაუპირისპირეს სპეკულაციური კამპანია ფასების შესახებ. ფსევდოლიბერალები არიან ის ადამიანები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში დგანან და ლიბერალიზმთან მათ საერთო არაფერი აკავშირებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები