13 მაისი 2024,   04:09
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" თავისას არ გავატანინებთ - მამუკა მდინარაძე

"ჩვენ ძალიან ხშირად გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაც არსად არ არის. ასეთი იყო ცესკოს შემთხვევაშიც და ასეთთან გვაქვს ახლაც საქმე. ისეთ რამეს გვთხოვენ, რაც არ არის არსად, ანუ ამის უკან რაღაც იმალება," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას" თავისას არ გაატანინებს.

"რაც არ არის არსად, იმას გვთხოვენ ჩვენ, ე.ი. ამის უკან რაღაც იმალება. ამის შემდეგ უნდა მოითხოვონ პარლამენტში ისეთი ხმების რაოდენობა, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებას" არ აქვს. ანუ, "ნაცმოძრაობა" ან საბოტაჟის რეჟიმში საერთოდ ჩამოშლის ამ ინსტიტუტს, მას არ ეყოლება ხელმძღვანელი, ან, თავისი ჭკუით, აიძულებს "ქართულ ოცნებას", რომ მისი კანდიდატი შეაჩეჩოს, ეს არის მათი მიზანი, რომელსაც არ გავატანინებთ - პირდაპირ ვამბობ. ნორმებთან მიმართებაში სწორი როგორ არის, ეს ერთი არგუმენტია, მეორე - რომ ინსტიტუციურად ასეა სწორი - ჩვენ უნდა გავმიჯნოთ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ორგანო და მესამე - "ნაციონალურ მოძრაობას" თავისას არ გავატანინებთ," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები