02 ივნისი 2024,   03:57
ვრცლად
მწუხარებას გამოვთქვამთ გენერალ-ლეიტენანტ ჯემალ გახოკიძის გარდაცვალების გამო, განუზომლად დიდია მისი ღვაწლი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ ჯემალ გახოკიძის გარდაცვალების გამო - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ ჯემალ გახოკიძის გარდაცვალების გამო.

განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამშობლოს წინაშე და შეუფასებელია მისი დამსახურება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში.

ვუსამძიმრებთ ბატონი ჯემალ გახოკიძის ოჯახსა და ახლობლებს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები