13 მაისი 2024,   06:21
ვრცლად
პრეზიდენტი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" რიგითი აქტივისტი, ის ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც პატრიარქზე თავდასხმასაც არ ერიდებიან - მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" რიგითი აქტივისტი. ის ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმასაც, შესაბამისად, ჩვენ ქალბატონი სალომესგან აღარაფერი გვიკვირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ იმ სქემის შესახებ ისაუბრა, თუ რას აპირებდა ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ განმარტა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების მიზანი.

პრეზიდენტი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" რიგითი აქტივისტი. ის ჩაეწერა იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმასაც, შესაბამისად, ჩვენ ქალბატონი სალომესგან აღარაფერი გვიკვირს. პრეზიდენტმა გაბედა ის, რაც გაბედა ამ ქვეყანაში სულ 5-6-მა ყველაზე თავზეხელაღებულმა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა. სალომე ზურაბიშვილი უდიდესი ალბათობით, დავალების შესაბამისად, საქართველოს პატრიარქზე იერიში მიიტანა.

გამორიცხულია არჩევნების ლეგიტიმაციას ობიექტურად რაიმე საფრთხე შეექმნას, სუბიექტურად შეიძლება მსგავსი მცდელობა იყოს. ამას ემსახურებოდა კამპანია, ერთი მხრივ, მსოფლიოში უპრეცედენტო რამ მიეღო საქართველოს პარლამენტს ანუ ცესკოს თავმჯდომარის არყოფნის პირობებში, მოადგილეს, რომელიც იყო "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი შეესრულებინა მისი მოვალეობა, ანუ მათ გადაებარებინათ არჩევნები - სუბიექტურად ჩატარებულიყო არჩევნები "ნაცების სასარგებლოდ, ხაზარაძის, მათი დანამატის სასარგებლოდ. გაიშიფრა ეს სქემა. ხაზარაძე ურტყამდა 2 მიმართულებიდან და ასევე, მას პრეცედენტი არ გააჩნია ევროპის არცერთ ქვეყანაში, ამიტომ ვენეციის კომისიის ამ კონკრეტულ დათქმას არ ვითვალისწინებთ, რადგან სამართლებრივად არასწორია, ოპოზიციას აძლევს საშუალებას გადაიბაროს არჩევნები სუბიექტურმა პარტიამ დამას პრეცედენტი ევროპაში არ გააჩნია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები