13 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
პრობლემა დაიწყო 2021 წელს, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაიდო პუნქტი, ცესკოს თავმჯდომარის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევისა და ოპოზიციური მოადგილის შესახებ - პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას განმარტავს

რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა - ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისი განმარტებით, პრობლემა დაიწყო 2021 წელს, როდესაც 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაიდო პუნქტი ცესკოს თავმჯდომარის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევისა და ოპოზიციური მოადგილის შესახებ.

"ყველა თანხმდება, რომ ოქტომბერში მნიშვნელოვანი არჩევნებია და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ცესკო იყოს სრულად დაკომპლექტებული. დღეს გვაქვს მდგომარეობა, რომ ცესკოს თავმჯდომარე და 2 წევრი არიან დროებით არჩეულები, რომელთაც შემდეგ გაუხანგრძლივდათ მანდატი. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შემდეგ ოპოზიციამ გამოიყენოს იმისთვის, რომ შემდეგ კითხვები ჰქონდეს ცესკოს მიმართ, რომ არ არიან სრულფასოვნად არჩეული ცესკოს წევრები.

პრობლემა დაიწყო 2021 წლის 19 აპრილს, როდესაც აბსოლუტურად ყალბი მოტივებით ოპოზიცია იყო ბოიკოტში. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ზოგიერთი უცხოელი აქტორის დახმარებით იყო ატეხილი პანიკა, რომ თითქოს საქართველოში გაყალბდა არჩევნები. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იყო ტყუილი და, მათ შორის NGO-ები იტყუებოდნენ, მათ დონორები ამაში ეხმარებოდნენ და ა.შ. პარტიებზე აღარაფერს ვამბობ.

19 აპრილის შეთანხმებაში მედიატორის კარნახით ჩაიდო პუნქტი, რომ ცესკოს წევრები უნდა არჩეულიყვნენ კვალიფიციური უმრავლესობით - 100 ხმით, ამავე დროს უნდა იყოს ოპოზიციური მოადგილე და ზუსტად ამ მოადგილემ უნდა შეასრულოს მოვალეობა, თუკი ცესკოს თავმჯდომარე ადგილზე არ არის. ჩვენ იქვე ვთქვით მაშინ, რომ ეს იყო აბსურდული წესი:ერთი იმიტომ, რომ კვალიფიციური უმრავლესობა იქნებოდა ჩიხის შექმნის რეცეპტი და მეორე - არანაირი ლოგიკა არ არსებობს, რატომ უნდა იყოს პარტიული ოპოზიციური ხელმძღვანელი ცესკოში,"- განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები