13 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
გარკვეული დაბნეულობა აქვთ, რადგან ისინი არა საქართველოსკენ, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ იყურებიან, რა რეაქცია ჰქონდეთ რაღაც თემებზე - შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციაზე

რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას, ეს დიდი ტალღაა, რომელიც იმდენად მძლავრია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უწევს საჯარო განცხადების გაკეთება, ეს მძლავრი კამპანია გაშლილია ყველა ქვეყანაში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია არ არის ორიენტირებული ხალხის ინტერესებზე და ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყურებიან იმისათვის, რომ მიიღონ მითითება, რა საკითხზე რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ.

 

"გავლენ ხალხში საარჩევნო კამპანიის დროს და მერე მიხვდებიან, არის თუ არა ეს მთავარი საკითხი. გავიდნენ ხალხში და ქართველი ხალხი გასცემთ ამაზე პასუხს. რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას - თქვენ ატყობთ, რომ გარკვეული დაბნეულობა აქვთ, რადგან ისინი არა საქართველოსკენ, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ იყურებიან, რა რეაქცია ჰქონდეთ რაღაც თემებზე, ამისთვის ელოდებიან გზავნილებს და სიგნალებს, რომ ახლა ეს მოიწონონ თუ არ მოიწონონ. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას - ეს დიდი ტალღაა, რომელიც იმდენად მძლავრია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უწევს საჯარო განცხადების გაკეთება - ეს მძლავრი კამპანიაა ყველა ქვეყანაში გაშლილი. იყურებიან იქით იმიტომ, რომ მერე ფინანსები მოსდით, რაღაც გავლენების საკითხია, რომელიც უნდათ რომ გამოიყენონ და ა.შ. არ არიან ორიენტირებული ქართველი ხალხის ინტერესებსა და გამოწვევებზე,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები