14 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
ახლა რომ გამოდიან ფერადი პლაკატებით და სოციალურ საკითხებზე საუბრობენ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს საქართველოს მოსახლეობის 30% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, გაანახევრა "ქართულმა ოცნებამ" ეს მაჩვენებელი - შალვა პაპუაშვილი

ახლა რომ გამოდიან ფერადი პლაკატებით და სოციალურ საკითხებზე საუბრობენ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს საქართველოს მოსახლეობის 30% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, გაანახევრა "ქართულმა ოცნებამ" ეს მაჩვენებელი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ ქვეყანაში ინფლაციაა, იმატებს ფასები და ოპოზიცია ხალხს ვერ მოატყუებს.

"ფასები და ა.შ. ეს ის სფეროა, სადაც არც კი ვურჩევ, რომ შევიდნენ - "ნაციონალური მოძრაობა" აქ დამარცხებულია თავიდანვე. ფასები, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სკოლა, განათლება - მიკვირს, საერთოდ რომ ეხებიან ამ თემას. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც სკოლებს ხურავდა, ბაღი იყო ფასიანი, ჯანდაცვა სახელმწიფო დაფინანსებებით, სოციალური დახმარება თითქმის არ არსებობდა. რაც შეეხება ფასებს და ა.შ. - შევხედოთ ციფრებს - ეს მარტივი პოპულისტური საკითხია, რომ 10 წლის წინ რაღაც რომ ღირდა ლარი, დღეს რომ მეტი ეღირება ყველა ქვეყანაში, ეს არის ეკონომიკური აქსიომა. ნებისმიერ ქვეყანაში ინფლაციაა და იმატებს ფასები. კინოს ხომ მაინც უყურებს ხალხი და მიხვდებიან - მაშინდელი დოლარი რა იყო და დღევანდელი დოლარი რა არის. ჰგონიათ, რომ ატყუებენ საქართველოს მოსახლეობას.

რომ შევხედოთ ციფრებს, სინამდვილეში რა ხდება - მათ დროს, მაგალითად, საშუალო ხელფასი 700 ლარი იყო, დღეს არის 1800 ლარი. ფასი თუ იზრდება, ეს ბუნებრივი პროცესია - საშუალო ხელფასიც გაიზარდა 700-დან 1800 ლარამდე. უმუშევრობა თუ იყო 26% მაშინ, დღეს არის 16%, 10%-ით შემცირებულია. შესაბამისად, 120 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა "ქართულმა ოცნებამ", მილიონ 300 ათასი ადამიანია დღეს დასაქმებული. ახლა რომ გამოდიან ფერადი პლაკატებით და სოციალურ საკითხებზე საუბრობენ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს საქართველოს მოსახლეობის 30% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო. გაანახევრა "ქართულმა ოცნებამ" ეს რიცხვი - დღეს 15%-ია და მივდივართ ქვემოთ და ქვემოთ,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები