12 მაისი 2024,   17:56
ვრცლად
მე მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი სასწრაფოდ უნდა დაიბაროს და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები, ასევე უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა თემასთან გვაქვს საქმე - ირაკლი ზარქუა

ბუნდესტაგში სტუმრობის შემდეგ, ამჯერად, პირისპირ შეხვედრა ევროკომისიის მაღალჩინოსანთან - საქართველოში ძებნილი და არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი კოპმანს უკრაინის დელეგაციასთან ერთად ხვდება.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და ახსნა-განმარტებები მოსთხოვოს.

"გარდა ბუნდესტაგისა, ის ასევე შეხვდა ბატონ იან კოპმანს... რანაირად, რა ღირებულებებზე ვსაუბრობთ? კრიმინალი, რომელმაც ათასობით ადამიანი დაატერორა, რომელიც ციხის იმ წამებების ერთ-ერთი ავტორი და შემოქმედია, იდეოლოგი იყო ამ რეჟიმის, თქვენ ასე ზარ-ზეიმით და პატივით ხვდებით.

რანაირად ავუხსნა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს ნორმალურია და სწორი?! ამიტომ, მე მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი უნდა დაიბაროს სასწრაფოდ და მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები, ისევე, როგორც ჩვენ უნდა ვთხოვოთ ევროკავშირის ელჩს, აგვიხსნას, რა თემასთან გვაქვს საქმე, რა მიდგომებია ეს?“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები