13 მაისი 2024,   09:59
ვრცლად
"ქართული ოცნება" და საქართველოს პროკურატურა თუ წითელი ცირკულარით დაუწყებენ ადეიშვილს ძებნას, ევროპაში თავაღერილი ვეღარ ივლის და არავინ შეხვდება - ალეკო ელისაშვილი

ადეიშვილის ბუნდესტაგში სტუმრობა კვლავ პოლიტიკური განცხადებების თემაა - ამჯერად, ბუნდესტაგში სტუმრობის შემდეგ, ადეიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებისა და საქართველოს პროკურატურის ქმედებები მეტად მკაცრი თუ იქნება, და ადეიშვილს წითელი ცირკულარით დაუწყებენ ძებნას, სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები მას არ შეხვდებიან.

"ის, რომ ზურაბ ადეიშვილი ასე თავაღერილი დადის აქეთ-იქით ევროპაში და საქმიან შეხვედრებს ესწრება, ეს, თავიდან ბოლომდე, არის „ქართული ოცნების“ ბრალი. "ქართული ოცნება“ და საქართველოს პროკურატურა თუ წითელი ცირკულარით დაუწყებენ ძებნას და ძალიან მკაცრები იქნებიან, თანმიმდევრულები, არავინ არ შეხვდებათ.

"ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება რომ არ შეიძლება - ამას ვიძახი სულ და რატომ ვიძახი, ამ ხალხმა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა და ის, რომ დღესაც იძახიან, ადეიშვილი კაი კაცი იყოო და ცამდე მართალი იყო, ბუზი არ აუფრენია, ჭიანჭველა არ გაუჭყლიტავსო, იმიტომ არ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, არავითარ შემთხვევაში,“ - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები