13 მაისი 2024,   18:14
ვრცლად
დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს, რომელიც, რადიკალურ აქტივისტებთან ერთად, ჩაბმულია მდაბიო ბრძოლაში - ამ სიბინძურეს არ გაატანინებს არც ქართველი ხალხი და არც მის მიერ არჩეული "ქართული ოცნების" ხელისუფლება - მამუკა მდინარაძე

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას დაძლევს. ამისთვის "ოცნებას" ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს ეთანხმება, განსაკუთრებით კი მოტივირებული შენიშვნების იმ ნაწილს, სადაც პრეზიდენტი წერს, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტი უნდა შენარჩუნდეს.

სალომე ზურაბიშვილის ვეტო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა სახელისუფლებო გუნდისთვის.

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან ერთად, კოორდინირებულად მოქმედებს, გეგმა კი არჩევნების დისკრედიტაციაა.

"სამართლებრივად მართლები ვართ, პოლიტიკურად მართლები ვართ, ევროპაში პრეცედენტი არ გააჩნია ისეთ დათქმას, რომელიც მათ უნდათ, რომ გაიტანონ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ, იმ ვითომ პრეზიდენტის, რომელიც, როგორც რიგითი რადიკალური აქტივისტი, ჩაბმულია მათთან ერთად ამ მდაბიო ბრძოლაში. თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ მათ გამარჯვება მოიპოვონ. ერთადერთი გზა რჩებათ, ლეგიტიმაციის პრობლემებზე ილაპარაკონ, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვ ქვეშ დააყენონ. ყველაზე კარგი დარტყმის ობიექტია ცესკო და მისი თავმჯდომარე. იმასაც კი კადრულობენ, რომ მის გარდაცვლილ მამას, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ბიოგრაფიას უყალბებენ, გარდაცვალების თარიღის ჩათვლით, რომ რაღაც დააბრალონ, იმ თარიღებში, როცა გაუყალბეს. მათი ბრძოლა იქნება არა არჩევნების მოსაგებად, არამედ ცესკო-ს და არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. ამ სიბინძურეს არ გაატანინებს არც ქართველი ხალხი და არც მის მიერ არჩეული "ქართული ოცნების" ხელისუფლება", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები