13 მაისი 2024,   20:04
ვრცლად
როდესაც, ადეიშვილთან დაკავშირებით, პრეტენზია გაქვს პარტნიორებთან, მსჯავრი უნდა იყოს დასაბუთებული - ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ადეიშვილის საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო საერთაშორისო ინსტიტუტების დარწმუნება იმ ობიექტურობაში, რომელიც მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს სასამართლოში არსებობს.

"როდესაც შენ კონკრეტულად რაიმე სახით პრეტენზია გაქვს შენს პარტნიორებთან, რომ რომელიმე ადამიანი არ იყოს სადმე დასაქმებული, როგორც, ვთქვათ, ადეიშვილის მიმართ აქვთ რაიმე პრეტენზიები, ან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ ხვდებოდნენ ამ კონკრეტულ ადამიანს, მსჯავრი უნდა ჰქონდეს დასაბუთებული.

მათ ვერ შეძლეს საერთაშორისო ინსტიტუტების დარწმუნება იმ ობიექტურობაში, რომლის ობიექტურობაც მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს სასამართლოში არსებობს.

თუ ვეტინგი არსებობდა ვთქვათ ბალკანეთის ქვეყნებში, არავითარი დამფუძნებელი მამა ადეიშვილი ვეტინგის სისტემის არ არის,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ბუნდესტაგში სტუმრობის შემდეგ, ამჯერად პირისპირ შეხვედრა ევროკომისიის მაღალჩინოსანთან - საქართველოში ძებნილი და არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი კოპმანს უკრაინის დელეგაციასთან ერთად ხვდება.

დღის ამბები