13 მაისი 2024,   17:45
ვრცლად
გერმანიის სეალჩო ბუნდესთაგში ზურაბ ადეიშვილის სტუმრობაზე: ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას

გერმანიის საელჩო "კურიერთან" განმარტებას აკეთებს საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ბუნდესთაგში სტუმრობის შესახებ.

საელჩოში ამბობენ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელიც საქართველოში დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, უკრაინის ელჩის დელეგაციაში იმყოფებოდა.

"ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია", - განუმარტეს "რუსთავი 2-ს" გერმანიის საელჩოში.

დღის ამბები