12 მაისი 2024,   19:27
ვრცლად
"ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში" - თეა ახვლედიანმა ბორჯომში სემინარი გახსნა

"ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში" - სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბორჯომში სემინარი გახსნა.

ღონისძიებას ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან სოციალური მუშაკები და ექიმი ქალები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო მინისტრმა აქცენტი გააკეთა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში ქალების მხარდაჭერის, მათი როლისა და ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. 

დღის ამბები