13 მაისი 2024,   00:04
ვრცლად
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაადრევი ქორწინება და ოჯახში ძალადობის ფორმები, რის წინააღმდეგაც წარმატებით გავაგრძელებთ ბრძოლას" - 8 მარტს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტი საბჭო ეხმაურება

დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე - თარიღს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო განცხადებით ეხმაურება. საბჭო არაერთ ღონისძიებას გეგმავს, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებას.

როგორც გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამია," ეს არის დღე იმის შესახსენებლად, რომ როგორც საბჭოს, ასევე საზოგადოებას, კიდევ ბევრი აქვს სამუშაო არსებითი თანასწორობის მიღწევისთვის."

როგორც "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ირმა ზავრადაშვილი აცხადებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რომელიც ქალთა ძალადობის და გაძლიერების მხრივ არსებობს, თუმცა უმნიშვნელოვანესია გამოწვევებთან ბრძოლა გაგრძელდეს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიღწევები, როგორიც არის ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა ძალადობის, ყველა ფორმის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, პოლიტიკაში ხელის შეწყობა, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული საბჭო ამ მიმართულებით სერიოზულ შედეგებს დებს, მაინც გამოწვევად რჩება. ამ ეტაპისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაადრევი ქორწინება და ოჯახში ძალადობის ფორმები, რის წინააღმდეგაც იგივე წარმატებით გავაგრძელებთ ბრძოლას", - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, ხატია წილოსანი კი აცხადებს, რომ გასულ წელს მიღებულ იქნა ახალი კონცეფცია ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, რომელიც ქალებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მათი ეკონომიკური თავისუფლება.

"2023 წელს მიღებულ იქნა ახალი კონცეფცია ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, რომელიც ქალებს და გოგოებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მათი ეკონომიკური თავისუფლება. ეს მთელს რეგიონში პირველი შემთხვევაა, როდესაც ცალკე აქცენტირებულად გენდერული თანასწორობის საბჭო მუშაობს ქალთა ეკონომიკურად გაძლიერების კუთხით და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ქალთა და გოგონათა წარმომადგენლობა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე, ისე სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებში", - განაცხადა ხატია წილოსანმა.

გარდა ამისა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი გენდერული თანასწორობის შესახებ პარლამენტის მიღწევებზე საუბრობს.

"მიღწევად დავასახელებდი იმას, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტმა მოახერხა ის, რომ გაერო-ს თანასწორობის კოალიციას შეუერთდა. კონკრეტულად, ერთ-ერთი მიმართულება არის ინოვაციები და ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისათვის და ამ მიმართულებით, ქვეყანამ აიღო ვალდებულება იმისათვის, რომ ერთის მხრივ, ქალები უფრო მეტად ჩართოს ინოვაციებში, ტენოლოგიებში, სტარტაპებში და მეორეს მხრივ, ინოვაციების გამოიყენება იმისათვის, რომ უთანასწორობა აღმოფხვრას", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დღის ამბები