12 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოში ევროპული განწყობისთვის ადეიშვილის, უსასტიკესი რეჟიმის თავში მყოფი ერთ-ერთი ადამიანის ბუნდესტაგში ჯდომა - მამუკა მდინარაძე

ზურაბ ადეიშვილის ევროკომისიის მაღალჩინოსანთან შეხვედრა პოლიტიკური შეფასების თემაა თბილისში. 

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, საქართველოში ძებნილი და არაერთ დანაშაულში მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრა ევროკომისიის მაღალჩინოსანთან და მისი ბუნდესტაგში ყოფნა, საქართველოში ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს:

"სისხლის სამართლის დამნაშავე, უბინძურესი ე.წ. პოლიტიკოსი და უბინძურესი სისტემის შემქმნელი ადეიშვილი, სააკაშვილთან ერთად, მართლაც ზის იქ. არავის დაუფოტოშოპებია და თუკი საქართველოში ვინმე ან რამე გააღვივებს ანტიდასავლურ, ანტიევროპულ განწყობას, ადეიშვილი რომ იქ ზის, ეს არის ამისი პირველი წყარო.

ჩვენ ფორმალურ და დიპლომატიური სკანდალების აწევას არ ვაპირებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს და საქმეები ურჩიოს დიპლომატებს, ასე საჯარო განცხადება მიიღონ ცნობად, მიიღონ ინფორმაციად, თუნდაც ხისტ ინფორმაციად ჩვენგან, მთელი პასუხისმგებლობით, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის სახელით და შესაბამისი ლეგიტიმაციით ვაცხადებ, რომ არ ვარგა, ძალიან ცუდია, უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოში ევროპული განწყობისთვის, დასავლური განწყობისთვის, ადეიშვილის, უსასტიკესი რეჟიმის თავში მყოფი ერთ-ერთი ადამიანისთვის იქ ჯდომა. მისი იქ ჯდომა აზიანებს დასავლურ განწყობებს საქართველოში და ვთხოვ ყველას ეს გაითვალისწინოს,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები