12 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
მისი კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება და ამაზე სრული კონსენსუსია - ნიკა მელია კეზერაშვილზე

ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის და "მთავარი არხის" დამფუძნებლის ერთობას "ახალი" ერქმევა.

ისინი ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის დამფინანსებელ დავით კეზერაშვილთან ახლა კავშირი არ აქვთ, თუმცა ამავდროულად, სამომავლოდ თანახმა არიან ყველა დასაშვებ კავშირზე, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის.

მელიას განმარტებით, კეზერაშვილის კვალი პარტიაში "ახალი" არ და ვერ იქნება და ამაზე სრული კონსენსუსია.

"ჩემთვის ეს ადამიანი რჩება ისეთად, როგორიც არის. მე ვფიქრობ, რომ არასდროს არაფერი არ შეიცვლება მასთან დაკავშირებით. ეს მისი არჩევანი იყო, საკუთარ ცხოვრებაში რა ნაბიჯებიც გადადგა. მე მას არაერთხელ ვურჩიე, რომ თუ ის დისტანცირდებოდა ქართული პოლიტიკისგან, ეს უკეთესი იქნებოდა ქართული ოპოზიციური მოძრაობისთვის და ახლა სხვა დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. მისი კვალი ამ პარტიაში არ და ვერ იქნება და ამაზე სრული კონსენსუსია. ჩვენ, ამ ეტაპზე, თანამშრომლობას ვაპირებთ ამომრჩეველთან. სხვა პარტიებმა, მათ შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა იფიქრონ, როგორ ითანამშრომლებენ ჩვენთან არჩევნების შემდეგ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები