14 მაისი 2024,   10:44
ვრცლად
ინფლაცია კონტროლში მოვაქციეთ - ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის - ლევან დავითაშვილი

ინფლაცია კონტროლში მოვაქციეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა.

"ამ პროცესმა დასტაბილურება 2023 წელს დაიწყო და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ინფლაცია. იყო კომპლექსური ღონისძიებები. ეს იყო მაკროეკონომიკური ღონისძიებები, ასევე - კონკურენციის უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ ფასები ყოფილიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. ეს სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო აქტიური მონეტარული პოლიტიკა ვაწარმოოთ. ეს, ბუნებრივია, მისცემს ეროვნულ ბანკს საშუალებას, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ ერთხელ დაეხმარება ბიზნესს, ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკის ზრდას“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქსტატის ცნობით, ამ მეთოდოლოგიით, 2024 წლის თებერვალში, ინფლაციამ 0.0% შეადგინა, რაც 0.3%-ით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 0.3%-იან ინფლაციაზე.

დღის ამბები