17 ივნისი 2024,   21:42
ვრცლად
რუსულმა ძალებმა კრივოი-როგში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს - დაიღუპა 3 და დაშავდა 44 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა კრივოი-როგში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. დაიღუპა 3 და დაშავდა 44 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.

იერიში განხორციელდა სუმის ოლქზეც. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, წელს პირველად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - უკრაინისთვის ახალი 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. ჯეიკ სალივანის თქმით, ეს სასწრაფო დახმარებაა, რომელიც უკრაინის ყველაზე კრიტიკული საჭიროებებისთვისაა.

ფრანგმა კანონმდებლებმა, დებატების შემდეგ, მხარი დაუჭირეს უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმებას. 10-წლიანი პაქტი მოიცავს ვალდებულებას, უკრაინას 2024 წელს მიაწოდოს მეტი იარაღი, მოამზადოს ჯარისკაცები და გაუგზავნოს 3 მილიარდ ევრომდე ღირებულების სამხედრო დახმარება.

დღის ამბები