13 მაისი 2024,   21:22
ვრცლად
"ასეთი ადამიანის მიღება ყველასთვის უნდა იყოს სირცხვილი, ის არის მოძალადე მათ შორის ციხეებში, ბიზნესზე, პატიმრებზე" - რატი იონათამიშვილი ზურაბ ადეიშვილზე

"ევროკავშირთან რომ აიგივებენ ამ ყველაფერს, ეს არის მათი მხრიდან კიდევ უფრო უპასუხისმგებლო საქციელი, ამას ერთმანეთთან არაფერი საერთო არ აქვს. ამ არგუმენტებში ოპოზიცია ბოლომდე გაშიშვლებულია იმიტომ, რომ მათ უნდათ დაიცვან ადეიშვილი, ბოლომდე არ იციან როგორ დაიცვან, უსუსური და უარგუმენტო კითხვებით და პოზიციებით გამოდიან, მაგრამ ამით ჩანს, რომ მათთვის ადეიშვილი არის მნიშვნელოვანი პერსონა იმიტომ, რომ ერთი ხაზია, ერთი მიზნები და ამოცანები გააჩნიათ,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"კრებით ნაციონალურ მოძრაობას რომ ვამბობთ, ეს ხომ შემთხვევითი არ არის?! ესეც ხომ მიუთითებს იმას, რომ ადეიშვილის, სააკაშვილის, კეზერაშვილის - ამ კრიმინალების დამცველებად რომ გვევლინებიან ხოლმე,  ეს ხომ მეტყველებს მათ კრებით ნაცობაზე და ერთსახოვანობაზე?!“ – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი  გერმანიის და ევროკავშირის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ადეიშილის მსგავსი ადამიანების მიღება ყველასთვის სირცვილი უნდა იყოს. 

"მე იმედი მაქვს, ამ საუბრების შემდეგ დაფიქრდებიან მანამ, ვიდრე საშვებს დაუშვებენ ისეთ კრიმინალურ ადამიანზე, როგორიც არის ადეიშვილი, რომელ დელეგაციაშიც არ უნდა იყოს ის. ასეთი ადამიანის მიღება ყველასთვის უნდა იყოს სირცხვილი. ის არის მოძალადე მათ შორის ციხეებში, მოქალაქეებზე, ბიზნესზე, პატიმრებზე და ა.შ. იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ ხვალ ვინმე ადეიშვილს უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს გადმოსცემს, მაგრამ იმის იმედი ნამდვილად მაქვს, რომ მართლმსაჯულება იზეიმებს და სამართალი იქნება. ამის კონკრეტული მაგალითი გვაქვს. რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ სააკაშვილის გადმოცემის იმედი არ მექნებოდა, მაგრამ დღეს სააკაშვილი სასჯელს იხდის. შესაბამისად, სამართალი აღდგება ადეიშვილის შემთხვევაშიც, კეზერაშვილის შემთხვევაშიც," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები