02 ივნისი 2024,   05:02
ვრცლად
რუსეთში ჩამოვარდა შვეულმფრენი, რომლითაც 20 ადამიანი მგზავრობდა

რუსეთის მაგადანის ოლქში შვეულმფრენმა კატასტროფა განიცადა. "მი-8"-ის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედია 2 ადამიანის დაღუპვის შესახებ წერს. დანარჩენი მგზავრების ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ვერტმფრენს ოქროს მომპოვებელ საბადოზე დასაქმებულები გადაჰყავდა.

წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.

დღის ამბები