02 ივნისი 2024,   04:44
ვრცლად
აშშ-ის ელჩი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრა

ამერიკის ელჩი საქართველოში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრა. რობინ დანიგანი საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკასა და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნო.

ელჩს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. საუბარი შეეხო გარემოს დაცვის და დაცული ტერიტორიების მიმართულებით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ თანამშრომლობას.

მხარეებმა სამომავლო ინიციატივებზე იმსჯელეს.

დღის ამბები