12 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
მოსამართლეების განცხადება პოლიტიკურად ანგაჟირებულია, რადგან მათი საქმე არ არის ის, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაერთონ - გიორგი ვოლსკი

მეორე დღეა განხილვის თემაა 9 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლებიც "ვეტინგის" სისტემას მხარს უჭერენ და ამით საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებას თანხმდებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მოსამართლეების საქმე არ არის პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართვა:

"გამოცდა ჩაბარებულია და ამ გამოცდის შედეგია ის, რომ დღეს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მართლმსაჯულება არის მოწინავე რეიტინგებში. რაც შეეხება მოსამართლეების განცხადებას, ეს პოლიტიკურად ანგაჟირებულია, რადგან მოსამართლის საქმე არ არის ის, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაერთოს და მით უმეტეს არასწორი საქციელია, როდესაც შენს სახელმწიფოს აყენებ ისეთ მდგომარეობაში როდესაც იგი მოსწავლესავით უნდა იჯდეს მერხთან და ვიღაც მის გამოცდებს იბარებდეს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები