14 მაისი 2024,   00:14
ვრცლად
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერებმა შეხვედრაზე იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებობს - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ქართული და აზერბაიჯანული მხარეები დაინტერესებული არიან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებითა და გაძლიერებით.

"დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის. ალი ასადოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებობს. შეხვედრაზე იყო მთავარი აქცენტები, რომ როგორც ქართული მხარე, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს. მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, მომავალზე გაკეთდება, რომ ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რეგიონული პროექტები განვახორციელოთ, რათა ჩვენი რეგიონი, რომელმაც ახალი, უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, არსებულ გარემოში კიდევ უფრო ეფექტური იყოს, რომ ბუნებრივად და შედეგიანად დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს", – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები