12 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
"ვეტინგის" სისტემა ნიშნავს კეთილსინდისიერების გამორკვევის საგანგებო მექანიზმს, ეს არის ევროპული კავშირის მოთხოვნა - გრიგოლ გეგელია 

9 მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც "ვეტინგის" სისტემას მხარს უჭერენ და ამით საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებას თანხმდებიან, ოპოზიციის ნაწილი იწონებს.

"ე.წ. ვეტინგი, რომელიც შეიძლება უცხო სიტყვაა, მაგრამ ნიშნავს ქონების წარმომავლობის დადგენას, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის დადგენას და პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს, ამ ყველაფრის შემოწმება ძალიან მარტივია," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი ხატია დეკანოიძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია კი ვეტინგის სისტემას სწორ მექანიზმს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ევროპული კავშირის მოთხოვნაა. 

"ვეტინგის სისტემა ნიშნავს კეთილსინდისიერების გამორკვევის საგანგებო მექანიზმს, ეს არის ევროპული კავშირის მოთხოვნა და ასევე არის სწორი მექანიზმი იმისათვის, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ გამოარკვიოს ვინ არის, ან ვინ არ არის კეთლსიმდისიერი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში," - აღნიშნავს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია. 

დღის ამბები