12 მაისი 2024,   15:34
ვრცლად
ჩვენ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც, ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტით, წინ აღუდგება ძალიან სახიფათო პროპაგანდას - ბექა ოდიშარია

"თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, "ვილა მოსავალში" სემინარი დასრულდა - სემინარის ორგანიზატორების განცხადებით, ტრენინგი დეზინფორმაციის თემას ეხებოდა.

"ჩავატარეთ ტრენინგი ეთიკურ გაშუქებაზე რუსულ დეზინფორმაციაზე საქართველოში. ჩვენ მსგავს ტრენინგებს ყოველთვიურად ვატარებთ, რომელიც ეხება ადამიანის ფუნდამენტურ, ძალიან მნიშვნელოვან უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს,“ - აცხადებს ორგანიზაცია "თბილისი პრაიდის" წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია.

სხვა ეჭვები აქვს მმართველ გუნდს - "ქართულ ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ტრენინგზე განიხილავდნენ, თუ როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ინიციატივა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ის კანონპროექტად იქცევა.

"მაინტერესებს, ვინ არის დონორი, ალბათ, მესამე დღეა, მეოთხეც და მეხუთეც იქნება, ავარჯიშებს მათ ახლა სუფთა ქართული, ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი რელიგიური გრძნობებიდან, საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე მისაღები კანონი მონათლონ რუსულად. ლგბტ თემი არის ისეთივე თანასწორი სამოქალაქო თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ასეთ აგრესიულ პროპაგანდას, ახლა ისინი ფუთფუთებენ თავიანთ ოფისებში, პერიოდულად ჟონავენ სოცქსელებში.

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გამოსისინდებიან ქუჩებში და მერე, ალბათ, სახლებში შემოგვივარდებიან. არ მოხდება ეგ ამბავი. ჩვენ მივიღებთ იმ კანონს, რომელიც, ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტით, წინ აღუდგება ამ ძალიან სახიფათო პროპაგანდას,“ - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

დღის ამბები