12 მაისი 2024,   16:40
ვრცლად
აპროტესტებენ იმას, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს პოლიტიკისგან დაცალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რაც ვფიქრობ, არის აბსოლუტურად უარგუმენტო - ბექა ოდიშარია პრეზიდენტის ვეტოზე

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კენჭისყრა დღეს გაიმართება. გადაწყვეტილებას 76 ხმა სჭირდება, უმრავლესობას კი ამისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

მმართველ გუნდში ერთადერთი გამოსავალი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მიაჩნიათ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი "ნაციონალური მოძრაობის" ინსტიტუტად იქცა.

"ეს არ არის ვეტო სამართლებრივი კონკრეტული მოტივირებული შენიშვნებით, არამედ ეს არის გაჯერებული კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებით. ამიტომ, ჩვენ დავძევთ ამ ვეტოს.

გვეუბნებიან იმას, რომ 5 წლის ვადით არჩეული თანამდებობის პირი არის ცუდი, ვინაიდან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი ვერ ექნება თურმე უფრო მეტი ვადით არჩეულ პირს, და მათი აზრით, თურმე 6 თვის ვადით არჩეული პირი უფრო მეტად დამოუკიდებელი იქნება.

თუ ვერ ასახელებს სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ვერც ერთ ქვეყანას, ვერ ასახელებენ აპრობირებულ საერთაშორისო სტანდარტს, მაშინ როგორ ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მიღებული კანონი ევროინტეგრაციის გზას? სამწუხაროა და ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი გადაქცეულია "ნაციონალური მოძრაობის" ინსტიტუტად", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას თქმით კი, პრეზიდენტი და ოპოზიცია აპროტესტებენ იმას, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკისგან დაცალოს.

"აბსოლუტურად ტყუილი არის. ჩემი ე.წ. ოპონენტები მავნებელი ოპოზიციაა თავისი ანასხლეტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისმხობ. შეეჩვივნენ იმას და კარგად იყენებენ ინსტრუმენტად, ეუთო/ოდირი და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში თითქოს ვეწინააღმდეგებით.

რაც შეეხება ვეტოს დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენას პარლამენტის წინაშე, ვერ დავინახეთ ვერც საპარლამენტო მდივნის გამოსვლაში პრეზიდენტის და ვერც ოპოზიციის. მათ ერთადერთი სურვილი ჰქონდათ და ადარდებდათ, რომ კარგავენ თავიანთ პოლიტიკურ თანამდებობას და ისინი აპროტესტებენ იმას, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს პოლიტიკისგან დაცალოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რაც ვფიქრობ, არის აბსოლუტურად უარგუმენტო", - აცხადებს ბექა ოდიშარია.

დღის ამბები