12 მაისი 2024,   21:26
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს თუ გვინდა, რომ აქ ქვეყანას მშვიდობა და განვითარება ეღირსოს - "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე "ხალხის ძალამ" კიდევ ერთხელ მოითხოვა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება.

"ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ციტირებაც მოახდინა და აღნიშნა, როგორც სენატორი კატონ უფროსი აცხადებდა, რომ კართაგენი უნდა დანგრეულიყო, ანალოგიურად აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს.

"ჩემი დღევანდელი გამოსვლა ერთი ციტატით მინდა დავიწყო. "განვახორციელეთ თუ არა სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეღო, კონტროლქვეშ აგვეყვანა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. მე ადრეც ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ დიახ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო ქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - ეს სიტყვები ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. მან ეს თქვა არა პატიმრობის დროს, როცა მას, როგორც მისი თანაგუნდელები ამბობენ, დემენციამ გონება დაუბნელა, არც აგვისტოს ომის დღეებში, ცხელ გონებაზე წამოცდენაა, ეს თქვა ომიდან სამი თვის მერე 2008 წლის ნოემბერში, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ანუ სააკაშვილმა ღია ტექსტით თქვა, რომ მან დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რათა კონტროლქვეშ აეყვანა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის სხვა ადგილები.

მართლა რომ არ იყო შემთხვევითი წამოცდენა ამას მოწმობს ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუცია, რომელსაც ხმა მისცეს საქართველოს პარლამენტის "ნაციონალურმა წევრებმა" ყველაფერი რაზეც ზემოთ ვილაპარაკე არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ. ბოლოს რომაელი სენატორის კატონ უფროსის სიტყვებით დავასრულებ, როგორც ის ამბობდა, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს, ისე გავიმეორებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს თუ გვინდა, რომ აქ ქვეყანას მშვიდობა და განვითარება ეღირსოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები