13 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს

დადგენილების პროექტი "მიხეილ სარჯველაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ" პარლამენტმა 78 ხმით მიიღო.

დღევანდელ სხდომაზევე, საკანონმდებლო ორგანომ, 83 ხმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩია. აქამდე, მეათე მოწვევის პარლამენტში, ამ თანამდებობას მიხეილ სარჯველაძე იკავებდა. 

11 მარტიდან მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია.

 

დღის ამბები