13 მაისი 2024,   15:09
ვრცლად
რამდენი გავიდა და რამდენი შემოვიდა, რა გაძვირდა და რატომ - "ნაციონალების" სტატისტიკას უმრავლესობამ ოფიციალური დაუპირისპირა

რამდენი გავიდა და რამდენი შემოვიდა, რა გაძვირდა და რატომ - პარლამენტი დღეს, ცოტა ხნით, სტატისტიკის სამსახურს დაემსგავსა, მიზეზი კი "ნაციონალური მოძრაობა" გახდა.

სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა, სტატისტიკის სამსახურის როლი მოერგო და სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა 800 ათასმა კაცმა დატოვა, მიზეზი კი დაბალი სოციალური ფონი და მაღალი ფასებია.

"ნაციონალების" სტატისტიკას უმრავლესობამ ოფიციალური დაუპირისპირა. აღმოჩნდა, რომ, 2003-2012 წლებში, ქვეყნიდან 967.021 ადამიანი გავიდა, თუმცა, ამავე პერიოდში, შემოვიდა 969 441 , ანუ 2 420 ადამიანით მეტი.

დღეს სააკაშვილის თანაგუნდელებს მათი ლიდერის მმართველობის პერიოდში ქვეყნიდან სამუდამოდ წასული 200 ათასზე მეტი მოქალაქეც შეახსენეს. "ოცნება" იმასაც ამბობს, რომ 2012 წლის ფასებთან 2024-ის შედარება არარელევანტური და სპეკულაციურია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავადვე მოუწიათ იმის აღიარება, რომ დაბრუნებულთა სტატისტიკით არ უხელმძღვანელიათ და 800 ათასი მოქალაქე მხოლოდ 6 თვის მონაცემებით დათვალეს.

მიხეილ სააკაშვილის ძველი განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებმა საკუთარი არგუმენტების გამყარება სცადეს. მათ დარბაზშივე მიუთითეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას მიგრაციის პრობლემაზე აპელირების მორალური უფლება არ აქვს.

უმრავლესობის ლიდერმა ოპონენტები ტრიბუნიდან მიზანმიმართულ ტყუილში დაადანაშაულა. მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", როზნერის მითითებით, მხოლოდ კონკრეტულ ციფრზე საუბრობს და შეგნებულად არ ახსენებს ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობას.

ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლამდე, პერიოდის მიგრაციული სალდო 2012 წლის შემდგომ პერიოდზე 5-ჯერ ნაკლებია.

დღის ამბები