13 მაისი 2024,   03:55
ვრცლად
განიხილება თუ არა გვარამია ოპოზიციური კოალიციის პრემიერობის კანდიდატად - "ახალში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს

განიხილება თუ არა ნიკა გვარამია ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად - პარტიაში "ახალი" აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს.

"ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი, ამას არ წყვეტს არც ნიკა გვარამია და არც ნიკა მელია, ამ გადაწყვეტილებას იღებს გუნდი. ამიტომ, შესაძლოა, არც ერთი იყოს და არც - მეორე. გუნდში ბევრი სერიოზული თემა განიხილება, ყველა გადაწყვეტილებას ჰორიზონტალური პრინციპით ვიღებთ. განხილვის თემად შესაძლოა ნებისმიერი საკითხი გახდეს, რომელიც უსაფუძვლო ჭორებსა და არგუმენტებს დაეყრდნობა,"- აცხადებს პარტიის "ახალი" წევრი ნინო კვიტაიშვილი.

დღის ამბები