13 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
"ძალიან რთულია რაიმე შეფასების გაკეთება წინასწარ, ამას დრო გვიჩვენებს" - დავით კირკიტაძე გვარამიას შესაძლო პრემიერობაზე

განიხილება თუ არა ნიკა გვარამია ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად - პარტიაში "ახალი" აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებს.

ოპოზიციურ პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.

"ძალიან რთულია რაიმე შეფასების გაკეთება წინასწარ, ამას დრო გვიჩვენებს. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმ დავალების შესასრულებლად, რომელსაც ქართველი ხალხი მისცემს პოლიტიკურ პარტიას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით კირკიტაძე.

გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ყოფილი წევრები "წითელი ხაზია".

დღის ამბები