12 მაისი 2024,   16:40
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ილია თოფურიასთან ერთად გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ს ჩემპიონ ილია თოფურიასთან ერთად გახსნა.

ილია თოფურიას სპორტკომპლექსში გულშემატკივრები დახვდნენ.

პრემიერმა მას კიდევ ერთხელ მიულოცა UFC-ის ჩემპიონობა და მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მივულოცო რუსთაველებს დღევანდელი დღე, სპორტკომპლექსის გახსნა. ვულოცავ ილია თოფურიას UFC-ს ქამარს, რომელიც დღეს რუსთავშია. ოთხი-ხუთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ქამარი იქნებოდა რუსთავში და ამ ქამარს ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი ილია თოფურია. კიდევ ერთხელ მადლობა მას პატრიოტიზმისთვის და მივულოცოთ წარმატებაs,"- ganacxada irakli kobaxiZem.

დღის ამბები