13 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
"პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელდა დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ" - შალვა პაპუაშვილი რომან გოცირიძეს 

საპარლამენტო ჯგუფ "ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ, პლენარულ სხდომაზე,  სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს მოხსენებით უსმენენ, საფრენ აპარატებთან დაკავშირებით კითხვა დასვა:

"ეს რა აპარატია, არ ვიცით. ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში. ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის ერთ-ერთი გზა,"- განაცხადა გოცირიძემ. 

"ევროოპტიმისტების“ ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და უთხრა რომ მან პარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია გაავრცელა: 

"პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელდა დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამ დეზინფორმაციის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ამჟამად „ევროოპტიმისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი. ეს დეზინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, განზრახული და კოორდინირებული კამპანიაა, რომელსაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალები აწარმოებენ უკვე დიდი ხანია ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამის მიზანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დაზიანება და რეპუტაციის შელახვა. როცა ამას აკეთებენ უცხოელები, გასაგებია. ხედავთ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებს. უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებები ევრონესტში დღესაც იყო. მან საქართველოს სამარცხვინოდ დააბრალა რაღაცები,"- განაცხადა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები