12 მაისი 2024,   22:18
ვრცლად
უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში - მმართველი გუნდი ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებისგან, საქართველოში დახარჯული თანხების გამჭირვალობაზე საუბრობს

მმართველი გუნდი ამერიკული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან საქართველოში დახარჯული თანხების გამჭვირვალობას ითხოვს. "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ მოუწოდებს NED-ის და EED-ს ხელმძღვანელებს, რომ პატივი სცენ ქართულ სახელმწიფოს და დეტალურად გამოაქვეყნონ მათ მიერ გაცემული გრანტების ჩამონათვალი. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული არიან , რომ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში სწორედ NGO ების გავლით შემოდის, რაც ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაა.

ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი ერთ-ერთი დონორია, რომელიც არაერთ ქართულ ორგანიზაციას აფინანსებს. "ქართულ ოცნებაში" იმ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებსაც ასახელებენ , რომლებიც თანხებს უშუალოდ ამ ფონდისგან იღებენ. ასეთები კი, მმართველი გუნდის განმარტებით, გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ნათია მეზვრიშვილის და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის - გიორგი კანდელაკის ორგანიზაციებია. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი თანამშრომლობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ კი დაფუძნებულია "ინოვაციების და განვითარების ფონდი." პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია არის არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს სხვადასხვა ქვეყნის საელჩო, მათ შორის ამერიკის, ნიდერლანდების, პოლონეთის. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე "ევროპის ფონდის" პროგრამის მენეჯერია. ფონდს აფინანსებს: ევრაზიის ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), სხვა დონორი ორგანიზაციები.

მესამე სექტორის გავლით პარტიების დაფინანსებაზე საუბრის დროს, საპარლამენტო უმრავლესობა გასული წლის 7-8 მარტის მოვლენებს იხსენებს. ამბობენ, რომ სწორედ ფინანსების გამჭვირვალობა და მიღებული თანხების დეკლარირება იყო იმ კანონპროექტის მიზანი, რომელიც პარლამენტს "ხალხის ძალამ" წარუდგინა და რასაც საპროტესტო აქციები, მოგვიანებით კი, კანონპროექტის გაწვევა მოყვა

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ პარტიული ფინანსების მობილიზებისთვის არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა მიღებული პრაქტიკაა

nedis და eedis ხელმძღვანელებს დაფინანსების გასაჯაროებისკენ პარლამენტის თავმჯდომარეც მოუწოდებს. უცხოურ დაფინანსებაზე საუბრისას პაპუაშვილი აღნიშნავს , რომ არასამთავრობო სექტორია ყველაზე გაუმჭვირვალე იმ ჯგუფებს და სექტორებს შორის, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადებაში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო ფინანსებით და საერთო დღის წესრიგით მოქმედებენ, ირიბი გზებით მიღებულ დაფინანსებას კი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უცხოური დონორებისგან პასუხს საპარლამენტო უმრავლესობაში, უახლოეს მომავალში ელოდებიან.

 

დღის ამბები