13 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
"ოცნების" და "ნაცმოძრაობის" გარდა, მხოლოდ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც შემდეგ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი - ანა ბუჩუკური

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, ვისთან შეკრავს მისი პარტია კოალიციას არჩევნების შემდეგ და აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობა" წითელი ხაზია და ეს საკითხი "არ გადაიხედება".

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დღევანდელი პოლიტიკაც მათთვის მისაღები არ არის.

"ძირითადად, ჩვენ გვისვამენ ჟურნალისტები ამ კითხვას: ვისთან შექმნით კოალიციას არჩევნების შემდეგ - "ნაციონალურ მოძრაობასთან" თუ "ოცნებასთან" და მარტივად ვხვდები რატომ: ჩვენ იმიტომ გვეკითხებიან, რომ დღევანდელი მოცემულობით, "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" გარდა (თუმცა, "ნაცმოძრაობა" ისეთ დღეშია, რა ეშველებათ, არ ვიცი), მხოლოდ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც შემდეგ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. დღევანდელი მოცემულობით, ჩვენი გუნდია მზარდი, ორნიშნა მხარდაჭერით, დანარჩენი, ბუნებრივია, გამოჩნდება. ჩვენ ვიზრდებით და ვძლიერდებით. ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალურ კვლევაში ასეა - როგორც ჩვენს კვლევაში, ისე სხვების მიერ ჩატარებულ კვლევებში.

ის, რომ "ნაცმოძრაობა" არის წითელი ხაზი, ეს არ გადაიხედება. დღევანდელ "ოცნებას" რაც შეეხება - რომ არ ყოფილიყო მათი პოლიტიკა პრობლემა, მე პირადადაც არ წამოვიდოდი "ოცნებიდან", მე მრავალი წლის განმავლობაში "ოცნების" მხარდამჭერი ვიყავი,"- აცხადებს ანა ბუჩუკური.

დღის ამბები