13 მაისი 2024,   00:05
ვრცლად
"როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, ეს არის შემაშფოთებელი" - ირაკლი კობახიძე

"როდესაც კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, ეს არის შემაშფოთებელი" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ანტიჩინურ კამპანიას ეხებოდა. 

"ასეთი კამპანიების მიზანი არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება. შარშან ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, ესეც არის შემაშფოთებელი, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები