13 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ჩვენი სურვილია, აშშ-თან პარტნიორობას ჰქონდეს ხელშესახები შედეგები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ავიარეისები - პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი სურვილია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ხელშესახები შედეგი ჰქონდეს.

მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები.

"რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები და რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია - ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს, ეს არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები