13 მაისი 2024,   10:32
ვრცლად
ოფიციალური ვერსია ამ რეზოლუციის საერთოდ არ ყოფილა, გაჟღერდა, რომ რაღაც რეზოლუცია შეიძლება გავიდეს, რომლის შესახებაც არავინ იცოდა - ანა წითლიძე ევრონესტის ასამბლეაზე ჩავარდნილ რეზოლუციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე განმარტავს, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციამ მხარი ევრონესტის ასამბლეაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის დაინიცირებას.

წითლიძის თქმით, რეზოლუციის არსებობის შესახებ ინფორმაცია არავინ იცოდა.

"ოფიციალური ვერსია ამ რეზოლუციის საერთოდ არ ყოფილა. გაჟღერდა, რომ რაღაცა რეზოლუცია შეიძლება გავიდეს, რომლის შესახებაც არ იცოდა არავინ... რეალურად, ამ რეზოლუციის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა და ერთ-ერთი ვარიანტი ბიურომდე ერთი საათით ადრე გახდა ცნობილი. როდესაც რეზოლუციის პროექტი ბიურომდე ერთი საათით ადრე ხდება ცნობილი, პროცედურულად ნიშნავს იმას, რომ მასში ვერანაირი ცვლილება ვერ შეგაქვს.

გამოგონილი თემებით მანიპულირება, არ მგონია, რომ არის თემა, რომელიც "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობს," - განაცხადა ანა წითლიძემ "კურიერთან" საუბრისას.

 

დღის ამბები