13 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
ევროინტეგრაციის ოფიციალურ დოკუმენტში ოპოზიციამ საქართველოს მხარი არ დაუჭირა, ამ საკითხზე ახლა ძალიან აიჭრნენ და კიდევ ერთხელ გაიშიფრნენ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტყუილია ოპოზიციის განცხადებები, თითქოს "ქართულმა ოცნებამ" ისინი არ ჩააყენა საქმის კურსში, რა რეზოლუციას ამზადებდნენ ევრონესტის ასამბლეაზე ინიციირებისთვის.

მდინარაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტი შესაბამისი წესით იყო დარიგებული და მისი ნახვა ნებისმიერ მათგანს შეეძლო.

"მარტივად იშიფრება ეს ტყუილი, რადგან [დოკუმენტი] დარეგისტრირებული იყო. იყო თხოვნები ჩვენი მხრიდან, თუმცა მაკა ბოჭორიშვილს საერთოდ რომ სიტყვა არ ეთქვა, მტკიცებულება არსებობს, დარიგებული იყო შესაბამისი წესით, როგორც იგზავნება ხოლმე. ნებისმიერ მათგანს შეეძლო ნახვა და ნახავდნენ. ამის გარეშე, შეუძლებელი იყო. ამიტომ მარტივი ტყუილია. ისინი ახლა ძალიან აიჭრნენ ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაიშიფრნენ. როდესაც შეიძლებოდა, ერთობა დაფიქსირებულიყო, საქართველოს ევროინტეგრაციას ოფიციალურ დოკუმენტში მხარი არ დაუჭირეს. ამ შემთხვევაში, დოკუმენტურადაც კი დადასტურდა, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს დოკუმენტს, სადაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერასა და კიდევ ერთ მკაფიო განაცხადზე იყო საუბარი. არ ვიცი, მილიონი ეჭვი შეიძლება გამოითქვას, მაგალითად ის, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ერთად ყოფნა არ უნდოდათ რაღაც დოკუმენტში და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიოდნენ. ათასგვარი ვერსია შეიძლება არსებობდეს. მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, რომ მხარი არ დაუჭირეს, ისინი არ გახდნენ ინიციატორები იმ ევრორეზოლუციის, სადაც საქართველოს ევროპულ გზაზე იყო საუბარი," – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები