13 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
თინა ხიდაშელი ტაივანის სახელმწიფო დაფინანსების მიღებას უარყოფს - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი "კურიერთან"

თინა ხიდაშელი ტაივანის სახელმწიფო დაფინანსების მიღებას უარყოფს - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განმარტებები "კურიერთან" გააკეთა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენ მიერ გავრცელებული ნებისმიერი ასეთი ფაქტობრივი მდგომარეობის შემცველი დოკუმენტაციის დროს, ისინი ამბობენ, რომ ვარ ტაივანის აგენტი. არა უშავს, იძახონ, თუ ეს არის ერთადერთი პასუხი. მე ამ ორგანიზაციაში არც საქართველოს პრეზიდენტი ვარ და არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ვინმე ვაღიარო, ან არ ვაღიარო. ტაივანში ხშირად დავდივართ სხვადასხვა ღონისძიებაზე, ჩვენ თავადაც ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკა, არავინ დედამიწაზე არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ დაფინანსების მიხედვით, ამა თუ იმ ფონდის დაფინანსებას, თუკი ის კერძო ფონდია. ჩვენ დაფინანსებას კერძო ფონდისგან ვიღებთ,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.

საქმე ეხება ჩინეთთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებებს, რასაც უმრავლესობა მისი ორგანიზაციის დონორების ინტერესებს უკავშირებს.

"რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან" - ამ სათაურით ვრცელი მასალა "ნეტ გაზეთზე" გამოქვეყნდა. კვლევის ერთ-ერთი რესპონდენტი სწორედ თინა ხიდაშელია. ის ამტკიცებს, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს პროპაგანდას, ჩინეთი საქართველოს ისეთ მეგობრად წარმოაჩინოს, რომელიც, როგორც სტრატეგიული მოკავშირე, ევროკავშირის ჩანაცვლებას შეძლებს.

დღის ამბები