13 მაისი 2024,   14:16
ვრცლად
საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობა უსამძიმრებს რუს ხალხსა და დაღუპულების ოჯახებს.

“საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, "კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დღის ამბები